კრიმინალი

გასულ ღამეს თბილისში, ისნის რაიონში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გასულ ღამეს თბილისში, ისანის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე შსს-მ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები