უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, განადგურებულია რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი БУК-М3.
"21 ოქტომბრის ღამეს, შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა დაკისრებული ამოცანის ფარგლებში გაანადგურა მეტოქის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი БУК-М3". – წერია უწყების განცხადებაში.
კომპლექსი ფრონტის ხაზიდან 60 კილომეტრში იდგა. მოდიფიკაციიდან გამომდინარე მსგავსი სამხედრო ტექნიკის ღირებულება $40-დან $50 მილიონამდე მერყეობს.





