მოლდოვა

მოლდოვის რეფერენდუმის ბედი 13 596-მა ხმამ გადაწყვიტა

libmod.de

მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი დასრულდა. ბიულეტენები 100%-ით დათვლილია. რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.

მოლდოვაში გამართულ რეფენდუმში, მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?"  არსებული მონაცემებით, მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.54% კი წინააღმდეგია. 

გამარჯვების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის გაჩენას იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.

რეფერენდუმის პარალელურად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც პროდასავლელმა მაია სანდუმ ხმების 42% მოიპოვა. სანდუსთან ერთად მეორე ტურში პრორუსული პოპულისტური პარტიის კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო გადავიდა, რომელმაც ხმების 26% მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები