სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ კორეის ელჩი, უკრაინაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნის გამო დაიბარეს.
სამხრეთ კორეი საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა, კიმ ჰონგ კიუნმა რუსეთის წარმომადგენელს მოუწოდა, რუსეთმა დაუყონებლივ გაიყვანოს ჩრდილოეთ კორეიდან ჩაყვანილი ჯარისკაცები.
კიმის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების უკრაინის ომში მონაწილეობა არღვევს გაეროს ჩარტიასა და რეზოლუციებს.
"უმკაცრესად ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის არალეგალურ სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან, მათ შორის, ჯარისკაცების გადასხმას. ჩვენი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად საერთო პასუხი გვექნება ყველა შესაძლო საშუალების მობილიზებით, იმ ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენ ძირითად უსაფრთხოების ინტერესებს" – ამბობს ვიცემინისტრი.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში1500 ჯარისკაცი გაგზავნა და სამხედროები უკვე ადგილზე არიან. დაზვერვის ცნობითვე, ტრანსფერი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოთხი სადესანტო გემით და სამი ფრეგატით განხორციელდა.
ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის.
19 ოქტომბერს რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ასახავენ, თუ როგორ ამზადებენ უკრაინასთან საომრად რუსები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს პრიმორსკის მხარეში.





