რუმინეთი

რუმინეთმა უცნობი ობიექტის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო გამანადგურებლები ააფრინა

Vadim Ghirda/AP

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის საპასუხოდაც 4 ავიაგამანადგურებელი ააფრინეს. 

სამინისტროს თქმით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროს ახლოს მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის საბრძოლო რადიოლოკაციის სისტემებმა ტულჩის რაიონის მიმართულებით მოძრავი მცირე ზომის მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ დრონი, შეამჩნიეს. საბოლოოდ, სიგნალი დაიკარგა.

ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუმინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია. აქამდე, 17 ოქტომბერს, რადარებმა ასევე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს. 

მანამდე, ყოფილა შემთხვევები, როცა რუსული დრონები რუმინეთის საჰაერო სივრცეს არღვევდნენ. 

კომენტარები