არჩევნები 2024

"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" - კოალიციამ ცვლილებისთვის პლატფორმა წარადგინა

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" - კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა და საარჩევნო ოფისის ხელმძღვანელმა, თენგო თევზაძემ ხმების დაცვის პლატფორმა წარადგინა. თევზაძის თქმით, მთელ საქართველოში, 3030 უბანზე, კოალიციას ეყოლება 4 000-ზე მეტი წარმომადგენელი. 

"წინასწარი შედეგები ეს არის ხმის მთვლელი აპარატისგან ამოსული მონაცემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩევანს პროპორციულად ანაწილებს და ამ პლატფორმის მეშვეობით, ამ ჩეკებს გამოვფენთ ამ პლატფორმაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ჩეკების ატვირთვის შემდეგ, მიიღოს დათვლილი ინფორმაცია. ობიექტური ინფორმაცია, რაც იქნება ხმის მთვლელ აპარატებში" - თქვა თევზაძემ. 

კომენტარები