იაჰია სინვარის მკვლელობა

სტარმერი: იაჰია სინვარის სიკვდილს არავინ უნდა გლოვობდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს არავინ უნდა გლოვობდეს.

"მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს და წლების განმავლობაში ტერორის შედეგად დაიღუპნენ, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც მის შექმნილ ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ". - თქვა სტარმერმა.

სტარმერის თქმით, ის ისრაელის თავდაცვის უფლებას კვლავ მხარს უჭერს, თუმცა, მისი აზრით გამოსავალი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიურ გადაწყვეტაშია.

"ახლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი. ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ყველა მძევლის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე დაბრუნება". - თქვა სტარმერმა.

ამასთან, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო აღარ მოითმენს რაიმე მიზეზებს ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით და გაეროს პალესტინის სააგენტოს (UNRWA) საქმიანობის გაგრძელების უფლება უნდა მიეცეს.

კომენტარები