რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ $425 მილიონის ღირებულების დახმარება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
Al Drago / Bloomberg 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის ფარგლებშიც მათ უკრაინისადმი ამერიკის დახმარება განიხილეს.

"დღეს პრეზიდენტმა [ბაიდენმა] უკრაინისთვის $425 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების პაკეტი დააანონსა, რაც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, ჰაერი-მიწა ტიპის საბრძოლო მასალებს, ჯავშანმანქანებს, კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალებს, რათა უკრაინის მყისიერი საჭიროებები დაკმაყოფილდეს". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთანავე, თეთრი სახლი აცხადებს, რომ მომდევნო თვეებში აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებით, ასევე ასობით ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა და ათასობით ჯავშანმანქანებით.

თავის მხრივ, ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმასთან დაკავშირებით სიახლეები აცნობა.

კომენტარები