ევროკავშირი-საქართველო

კირცხალია ფიშერს: ავტოგოლები ბუნდესტაგის წარმომადგენლებს გააქვთ

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს უპასუხა.

"როგორც ვამხელდით, სამწუხაროდ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევა გრძელდება - განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში [...] ბატონი ფიშერი დამერწმუნოს, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში კომიტეტების თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როცა ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ღიად ერევიან". - თქვა კირცხალიამ.

"Image removed. დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - დაწერა X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

ფიშერი, სავარაუდოდ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე თქვა, რომ "ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში"

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა თქვა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს

კომენტარები