რუსული რეჟიმი

კალაძე ლიურმანზე: არ ვიცი ვინ არის ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში

თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განცხადებას გამოეხმაურა. აქამდე, ანა ლიურმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

თბილისის მერის თქმით, მან არ იცის ვინ არის ანა ლიურმანი, ხოლო მისი შეფასებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე "კაბაში ჩაცმული კუბლიუსია" 

"დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება - ეს არის რეალობა და ნუ, ამ ტიპის განცხადებები ჩვენ უამრავი გვაქვს მოსმენილი და აი, “ზერო”, ნოლის ფასი აქვს, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს.

მე არ ვიცი, ვინ არის ეგ ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში" - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები