არჩევნები 2024

სამთავრობო პროპაგანდამ არმენოფობიური კამპანია დაიწყო

წყარო: სქრინი პროპაგნადისტული არხის POSTV-ის ვიდეოდან

სამთავრობო პროპაგანდამ არჩევნებამდე 15 დღით ადრე არმენოფობიური კამპანია დაიწყო

სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ გაგზავნილი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას", რისი "დამადასტურებელი ფაქტებიც" აქვთ.

პროპაგანდისტული არხის ჟურნალისტი კლასიკურ შოვინისტურ მანიპულაციას მიმართავს და დათქმას აკეთებს: "სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი" -  და ამატებს - "რატომ გრცხვენიათ?".

საქართველოში, შოვინიზმსა და არმენოფობიაზე კაპიტალიზების მსურველები დიდი ხანია ამ "ხრიკს" მიმართავენ. 

ერთი მხრივ ისინი ცდილობენ თავი აირიდონ რომელიმე ეთნოსის უარყოფითი შეფასებისგან, მეორე მხრივ კი ამ ეთნოსის მიმართ არსებულ სტერეოტიპებსა და შოვინიზმზე კაპიტალიზდნენ.

კომენტარები