გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, ასევე არის ნაცმოძრაობის სასარგებლოდ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა [...] თუ ისინი მხარს ქართველ ხალხს უჭერენ, რა სურს ქართველ ხალხს - ლგბტ პროპაგანდა რომ იყოს სკოლებსა და ტელევიზიებში? გუშინ გვითხრეს, რომ ეს კანონი გავაუქმოთ. ეს უნდა ქართველ ხალხს? ასევე გვითხრეს, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი. ისინი ამით გვეუბნებიან, ჩვენ ჩვენი აგენტურა უნდა დავაფინანსოთ ისე, რომ თქვენ ამ საქმეში ჩარევა არ გაბედოთო. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესია საქართველოსა და მისი ომში ჩართვის მიმართ [...]
მათ თქვეს, რომ არც ხალხი გვაინტერესებს და გააუქმეთ ის კანონები, რომლებიც ჩვენ არ გვაწყობსო. გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც თქვენთან მშვიდობის გარანტი და ქველმოქმედია - პირდაპირ გვითხრეს, აქამდე ამას ერიდებოდნენ [...] ასევე, გუშინ ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან პირველად და ღიად ითქვა, რომ ჩვენ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად მინიმუმ ორჯერ უარეს მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს, ვიდრე ის პანდემიის დროს იყო. მეორე მხრივ, ეს ომის დაწყების ალბათობასაც ნიშნავს. შესაბამისად, ეს არათუ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, არამედ არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ [...] ამ რეზოლუციებს აღარც ჩალის ფასი აქვს.





