აშშ-ში ფლორიდის შტატს ქარიშხალი მილტონი უახლოვდება, რის გამოც შტატში მსხვილმასშტაბიანი ევაკუაციები დაიწყო.
მაღალჩინოსნების შეფასებით, ქარიშხალი მილტონი მოსახლოებისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს. ექსპერტები მოელოდებიან, რომ მილტონი ქალაქ ტამპა ბეის ხვალ, 9 ოქტომბერს, დაარტყამს.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა თქვა, რომ ევაკუაციისთვის დრო იწურება.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს (რედ. - ქარიშხალი) მონსტრი იქნება". - თქვა დესანტისმა.
აშშ-ს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე ქარიშხლის შედეგად "პოტენციურად კატასტროფული" წყლის მოდინება და დამაზიანებელი ქარები არის მოსალოდნელი. მათივე თქმით, დღეს, 8 ოქტომბერს, ფლორიდაში ზოგიერთ ადგილას წყალდიდობები და კოკისპირული წვიმა შეიძლება იყოს.
ცენტრის მონაცემებით, ატმოსფერულმა ნალექმა 38 სანტიმეტრს, სანაპიროებზე წყლის მოდინებამ კი 3-4.5 სანტიმეტრს შეიძლება მიაღწიოს.
ამასთან, ფლორიდაში ზოგ ადგილას ქარიშხალი ჰელენის შემდეგ ნანგრევები, ნამსხვრევები და ნაგავი კვლავ არის დარჩენილი. დესანტისმა აღნიშნა, რომ ამ ნარჩენებმა, მათ შორის ცემენტის ფილებმა, ლურსმნებმა და ღუმელებმა, მილტონის დარტყმის დროს შეიძლება დამატებითი ზიანი გამოიწვიონ.
მანამდე, აშშ-ს ხელისუფლებამ ამბობდა, რომ ქარიშხალი ჰელენის შემდეგ ნარჩენების სრულყოფილად დასუფთავებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
დესანტისის განკარგულებით, ნაგავსაყრელები ღამითაც ღია იქნება და ნარჩენების დასუფთავება გაგრძელდება, სანამ "ამის გაკეთება უსაფრთხო აღარ იქნება".
მაღალჩინოსნების ცნობით, ფლორიდის ადგილები, რომლებიც ქარიშხალმა ჰელენმა დააზიანა, დაახლოებით 9 000 კუბური მეტრის მოცულობის ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
მილტონი გარკვეული დროის განმავლობაში მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის დონემდე აჩქარდა, თუმცა ამჟამად მესამე კატეგორიამდე ჩამოვიდა.
საფირ-სიმფსონის შკალით ქარიშხლები მათი ქარის სიჩქარის მიხედვით ხუთ კატეგორიად იყოფა. მესამე და უფრო მაღალი კატეგორიებს მსხვილი ქარიშხლები განეკუთვნება, რომლებსაც უფრო მეტი ზიანი მოჰყვება.