ვიქტორ ბუტი

WSJ: ვიქტორ ბუტი იარაღის ბიზნესში დაბრუნდა, ის ჰუსიტებს მოამარაგებს

ვიქტორ ბუტი
Gazeta.ru

ვლადიმირ პუტინის "სიკვდილით მოვაჭრის" სახელით ცნობილი იარაღის რუსი ვაჭარი ვიქტორ ბუტი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

ამჯერად ბუტი რუსული იარაღით ვაჭრობას იემენელ ჰუსიტებთან გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით იარაღის პირველ პარტიებს ჰუსიტები ოქტომბერში მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში ტერორისტული დაჯგუფება "სიკვდილით მოვაჭრის" შუამდგომლობით გემსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღდეგო რაკეტებს შეიძენს.

2012 წელს ბუტს აშშ-ს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წელს ის რუსეთში მარიხუანის ზეთის შეტანისთვის დაკავებულ ქალ კალათბურთელ ბრიტანი გრაინერში გაცვალეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვიქტორ ბუტი ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ დაფუძნებული პარტიის ЛДПР-ის წევრი გახდა. 2023 წელს გახდა ულიანოვსკის ოლქის კანონმდებელი მოწვევის დეპუტატი.

2 წლის განმავლობაში ბუტის არალეგალური საქმიანობის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა.

აშშ-ს სპეცსამსახურების აზრითბუტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღით მოვაჭრეა და მას პირადი კავშირი აქვს ვლადიმირ პუტინთან. მის ბიოგრაფიას ეფუძნება ჰოლივუდური ფილმი Lord of War, ბუტის პროტოტიპს ნიკოლას კეიჯი თამაშობს.

კომენტარები