ვიქტორ ბუტი

გათავისუფლებული რუსი იარაღის დილერი, ვიქტორ ბუტი ულტრანაციონალისტურ პარტიას უერთდება

ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, 2009 წელი.

მეტსალხელად "სიკვდილით მოვაჭრე" ვიქტორ ბუტი შეუერთდა მოსკოვის ხელისუფლების მომხრე ულტრანაციონალისტურ პარტია LDPR-ს, მას შემდეგ, რაც ამერიკელ პატიმართან გაცვლის შედეგად გათავისუფლდა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ მადლობა გადაუხადა 55 წლის ბუტს, რადგან ის გახდა "დღევანდელი რუსეთის საუკეთესო პოლიტიკური პარტიის" წევრი.

2011 წელს აშშ-ში ბუტს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 8 დეკემბერს ის ამერიკელ კალათბურთელში, 32 წლის ბრიტნი გრაინერში გაცვალეს.

ამერიკული მედიის ცნობით,ბრიტნი გრაინერმა უკვე განაახლა ვარჯიში.

ვიკტორ ბუტი ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრეა. 2008 წელს ის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით ამერიკელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

კომენტარები