ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, მე, პირადად, მაწუხებს და დარწმუნებული ვარ - აქ მშობლები დგახართ - თქვენ ყველას გაწუხებთ, არის ნარკომანია ქვეყანაში.
ეს არის კატასტროფა. ეს არის ნელი სიკვდილი, რომელიც შემოაგდეს და რომელსაც მიჰყავს ჩვენი ახალგაზრდობა. სამწუხარო რეალობაა, გაეროს მონაცემებით, საქართველო ინექციური ნარკომანიით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ეს უნდა შევცვალოთ, თორემ, მივიღებთ იმას, რომ ერი გადაგვარდება, იმიტომ, რომ მილიონ ნახევარი ადამიანი წასულია ემიგრაციაში, აქეთ უზარმაზარი პანდემია გვაქვს ნარკომანიის სახით, უმუშევრობა და ა.შ.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არ არის ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არ არის მარტო ევროპისთვის გზის მიცემა და ხმის მიცემა. ეს არის არჩევანი, ჩვენი შვილები სად იქნებიან ხვალ. ჩვენი ოჯახები სად იქნებიან ხვალ. ეს არჩევანი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომ, ყველას მინდა მივმართო, განსაკუთრებით, მინდა მივმართო ოცნების ამომრჩევლებს: ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ დაფიქრდით, 12 წელი ტყუილში ცხოვრება, 100 ქარხანა, უფასო ფული, "ევროპას გავაკვირვებთ დემოკრატიით" - სად არის ეს ყველაფერი?
თუ გინდათ, რომ ვიყოთ ჭაობში, მაშინ ოცნებას უნდა მისცეთ ხმა, თუ გინდათ, უმუშევრობა გაგრძელდეს, მაშინ ოცნებას უნდა მისცეთ ხმა, თუ გინდათ, რომ ნარკომანია არ მოისპოს, ოცნებას უნდა მისცეთ ხმა, თუ გინდათ, რომ ამდენი ემიგრაცია გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში, ოცნებას უნდა მისცეთ ხმა. ვისაც ეს არ უნდა, ხმა უნდა მისცეს ძლიერ საქართველოს!





