5 ოქტომბერს, გროზნოში ხელი მოეწერა საბუთებს, რომლის მიხედვით სოხუმი და გროზნო დამეგობრებული ქალაქები გახდნენ.
ხელმომწერები სოხუმის თვითგამოცხადებული მერი ბესლან ეშბა და გროზნოს მერი ჰას-მაგომედ კადიროვი არიან.
ერთობლივ შეთანხმებაში წერია, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთობლივი დიალოგის პირობების გაუმჯობესებას, პარტნიორობას, გამოცდილების გაზიარებას ქალაქების მაცხოვრებელთა ინტერესებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
სოხუმი და გროზნო ასევე ითანამშრომლებენ სამეცნიერო-ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები გროზნოში ქალაქის 206 წლისთავის აღსანიშნავად არიან ჩასულები.