მარტვილში, სოფელ სალხინოში ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.