არჩევნები 2024

დოლიძე: პროკურატურისგან სკოლების რემონტის საკითხზე გამოძიების დაწყებას ვითხოვთ

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სკოლების რემონტის საკითხზე, პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"დღეს ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მოვედით და განცხადება შევიტანეთ უსერიოზულეს საკითხზე - ეს არის ასეულობით სკოლის რემონტის დაგვიანება, რის შედეგადაც წინა წლებში და ამ წელს ათასობით ბავშვი და მშობელი დაზარალდა [...] ჩვენ აქ ცალსახად კორუფციულ ინტერესს ვხედავთ. ინტერესს, რომ ვიღაც მაჩალჩინოსნებმა მრავალჯერადი გაწერილი მშენებლობებითა და ჩავარდნილი რემონტებით ხელი მოითბონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახლში წასვლა, რაც განათლების წინა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გამოაცხადა, მიუღებელი ტერმინია. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას პროკურატურისგან ამ საკითხზე კონკრეტულ კითხვებზე პასუხები სჭირდება: ეს ტენდერები რატომ ჩავარდა, სკოლების რემონტი რატომ დაგვიანდა [...] დღეს ჩვენ პროკურატურისგან მოვითხოვეთ, სკოლების რემონტის საკითხზე გამოძიება სასწრაფოდ დაიწყოს". - თქვა დოლიძემ.

კომენტარები