არჩევნები 2024

ზურაბიშვილი: ოთხი პროევროპული პარტიაა, რომელსაც ხმების 60%-ის აღება შეუძლია

ოთხი პროევროპული პარტიაა, რომლებსაც, გამოკითხვების მიხედვით, შეუძლიათ ხმების 60%-მდე აღება და კოალიციის ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში მაინც. მე შევთავაზე ამ პარტიებს გაერთიანება, არა ერთმანეთთან, რადგან ისინი განსხვავებული პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან, არამედ "ქართული ქარტიის" გარშემო, რაც ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალებაა. ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც, პრაქტიკულად მათი სამოქმედო გეგმაა მომდევნო ცხრა თვის მანძლზე, რათა მოხდეს ევროპელ პარტნიორებთან ხელახლა დაახლოება.

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი euronews-თან ინტერვიუში. 

კომენტარები