რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 78 რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

3 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 78 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"მტერმა უკრაინაზე 105 კამიკაძე-დრონით მიიტანა იერიში. შეიარაღებული ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 78 დრონი". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელი, პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

დრონების განადგურების ოპერაცია კიევის, ჩერკასის, ვინიცკის, ხმელნიცკის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, რევენისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მიმდინარეობდა.

საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით 1 დრონი ბელარუსის ტერიტორიაზე გაფრინდა, ხოლო 23 რადიო-ელექტრო ბრძოლის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები