ამინდის პროგნოზი

1-3 ოქტომბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლის საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი წვიმა (ელჭექით), ასევე ქარის ძალიერება და სეტყვა.

სააგენტოს თქმით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - (საფრთხის დონე საშუალო)". - წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები