რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 67 რუსული დრონი და 1 რაკეტა გაანადგურა

Pravda.ua

30 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 67 უპილოტო საფრენი აპარატი და 1 რაკეტა გაანადგურა.

"საჰაერო ბრძოლის შედეგად განადგურებულია შაჰედის ტიპის 67 უპილოტო საფრენი აპარატი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59". – წერია საჰაერო ძალების განცხადებაში.

საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობდა კიევის, ჩერკასის, ვინიცკის, კიროვგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვკის ოლქებში.

საჰაერო ძალების ინფორმაციით ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, კიდევ 3 დრონი რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა. 

შაჰედები ოკუპანტებმა კურსკიდან, ორიოლიდან და ეისკიდან ააფრინეს. გარდა ამისა, ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან, ხოლო ჩამოგდებული X-59 ოკუპირებული ზაპოროჟიედან ისროლეს.

ნიკოლაევის რაიონში რუსული იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. 

საჰაერო ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა კიევის რაიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევის ოლქში მეტოქის ყველა დრონი განადგურებულია.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

 

კომენტარები