რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: განადგურებულია 125 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

Kommersant

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 29 სექტემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 125 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

"67 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია ვოლგოგრადში, 17 ბელგოროდში, 17 ვორონეჟში, 18 როსტოვში, თითო-თითო ბრიანსკსა, კურსკსა და კრასნოდარში, 3 აზოვის ზღვის აკვატორიაში". – წერია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, რამდენიმე დრონი მოხვდა საცხოვრებელ კომპლექსს, შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა.

ვოლგოგრადის ოლქში იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბალახს, ამბობს გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი.

როსტოვის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, ოლქში დრონების ჩამოგდებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია. 

კომენტარები