რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

29 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 რუსული დრონი გაანადგურა.

საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით კიდევ 5 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია.

სულ გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით შაჰედის ტიპის 22 დრონი ააფრინეს. 

დრონები გაშვებულია ეისკის, კურსკის, ჩაუდის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან.

უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს სუმის, ვინიცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები