2025 წლიდან NATO ფინეთში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, სახმელეთო ჯარების ახალ სარდლობას ჩამოაყალიბებს, რომლის დანიშნულებაც, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ჩრდილოეთ ევროპის სახმელეთო ძალების მოქმედებების ხელმძღვანელობა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
"დღეს დილით მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ NATO-ს, [ქალაქ] მიკელის არმიის შტაბ-ბინასთან ერთად, სარდლობის ჩამოყალიბებას შევთავაზებთ". - განაცხადა ჰაკანენმა. მანამდე, მან ამ გეგმის შესახებ ივნისის თვეში ისაუბრა, როდესაც დააანონსა, რომ ალიანსის ყველა წევრმა გეგმასთან დაკავშირებით თანხმობა გამოხატა.
აღნიშნული სარდლობა ალიანსის აშშ-ში დაფუძნებულ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაექვემდებარება და ფინეთის ქალაქ მიკელიში მდებარე სახმელეთო ძალების სარდლობასთან ერთად იმუშავებს.
ამასთანავე, ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სარდლობის წლიური ბიუჯეტი $9.5 მილიონი იქნება.