რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

27 სექტემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 რუსული დრონი გაანადგურა.

"ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკიდან 32 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ააფრინეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დრონის განადგურება შეძლეს". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ასევე 2 ფრთოსანი რაკეტა X-22 და ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი გამოიყენეს.

თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო სარაკეტო ჯარები, ცეცხლის მობილური ჯგუფები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები.

შაჰედები ჩამოგდებულია დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს. 

კომენტარები