არჩევნები 2024

მდინარაძე: თალაკვაძესთან მიდის ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რაზე - ჯერ ვერ გეტყვით

არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია - ეს ყველამ იცით. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და ა.შ

თქვა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 26 სექტემბერს მმართველმა პარტიამ 2024 წლის არჩევნების 170-კაციანი საპარტიო სია წარადგინა, სადაც არჩილ თალაკვაძე ვერ მოხვდა. თალაკვაძე 2020 წელს ოცნების სიის მეორე ნომერი იყო.

კომენტარები