ტაილანდში თვითმფრინავმა ჩარტერული რეისის შესრულებისას კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აფრენიდან 11 წუთში, ბანგოკისგან 100 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ხუთი ჩინელი ტურისტი და ოთხი ტაილანდელი იმყოფებოდა, მათგან ორი პილოტი. რეგიონის გუბერნატორის თანახმად, ყველა მათგანი დაღუპულად გამოცხადდა.
ხშირი წვიმების გამო სველ და ტალახიან ნიადაგზე სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები რთულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი.





