ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ (PLA) წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
არსებული ინფორმაციით, რაკეტა 25 სექტემბერს დილის საათებში გამოსცადეს. სამინისტროს მიხედვით, გამოცდა ყოველწლიური წვრთნების ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ნორმების დაცვით.
ჩინური სახელმწიფო გამოცემა Xinhua-ს მიხედვით, ჩინეთმა რეგიონის სახელმწიფოები გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. არც თავდაცვის სამინისტროს განცხადებასა და არც მედიაში არ არის დაკონკრეტებული რაკეტის ტრაექტორია და ჩამოვარდნის ადგილი.
ჩინეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საერთაშორისო წყლებში ბოლოს 1980 წელს გამოსცადა.