თბილისის მერიის ცნობით, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.
"სამუშაოების გამო, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით" - წერია მერიის განცხადებაში.