კატარი-აშშ

აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დეკემბრიდან აამოქმედებს

აშშ-ს სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტებმა 24 სექტემბერს კატარისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება დააანონსეს. გამოცემა Reuters-ის ცნობით, კატარის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშე მოგზაურობა, 90 დღემდე პერიოდით, 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან შეეძლებათ. 

"კატარის მიერ უვიზო მიმოსვლის პროგრამის უმკაცრესი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. 

უვიზო მიმოსვლის პროგრამაში გასაწევრიანებლად საჭიროა, კატარმა დააკმაყოფილოს აშშ-ს მოთხოვნები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოები, იმიგრაცია, დოკუმენტთა უსაფრთხოება, საზღვრის მართვა და სხვა.

კატარი აშშ-ს პროგრამის 42-ე წევრი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იქნება პირველი, რომლისთვისაც აშშ უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. 

კომენტარები