საქართველო-ჩინეთი

30 სექტემბრიდან ჰონგ კონგი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

REUTERS

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ კონგში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

"ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია". - წერს სამინისტრო.

კომენტარები