საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება და 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
"მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
საქართველო-აშშ
კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა
