22 სექტემბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 71 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 80 დრონი აფრინეს. გარდა ამისა საოკუპაციო ჯარებმა X-59 ტიპის ორი რაკეტა გაისროლეს.
რაკეტა ოკუპირებული ლუგანსკიდან იყო ნასროლი, ხოლო დრონები ეისკისა და კურსკის რეგიონებიდან ააფრინეს.
გასულ ღამეს, რუსეთმა ხარკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბა. შედეგად დაშავდა 31 ადამიანი. 2 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა ხმელნიცკის, ვინიცკის, ჩერკასის, კიროვგრადის, ჟირომირის, კიევის, სუმის, პოლტავის, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





