ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებზე საჰაერო იერიშები განაახლეს.
როგორც გამოცემა Time of Isarel წერს, IDF-მა იერიშების განახლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰეზბოლას მხრიდან სარაკეტო თავდასხმების მომზადების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.
მანამდე, 20 სექტემბერს IDF-მა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამიზნე ობიექტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ელიტარული რადვანის ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები - იბრაჰიმ აქილი და აჰმედ ვაჰბი დაიღუპნენ.





