ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელმა ბეირუთში სამიზნე ობიექტზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ჰეზბოლას ქვედანაყოფის მეთაური

timesofisrael

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 20 სექტემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამიზნე ობიექტზე იერიში მიიტანეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია ნათქვამი, IDF-მ ლიბანის დედაქალაქზე "მიზანმიმართული დარტყმა მიიტანა".

Times of Israel-ის თანახმად, ლიბანის ჰეზბოლასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ელიტარული რადვანის ქვედანაყოფის უფროსი მეთაური - იბრაჰიმ აქილი დაიღუპა.

"ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას შეიარაღებული ძალების ფუად შუქრის შემდეგ (რომელიც ასევე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპული) მეორე მეთაური, იბრაჰიმ აქილი". - ამბობს ანონიმური წყარო.

კომენტარები