აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

კირცხალია ივანიშვილის სანქციებზე: ეს არ არის ის ბერკეტი, რომლითაც ივანიშვილს შეაშინებენ

მან თავადაც გააკეთა ამაზე განცხადება, რომ რეალურად ის დასანქცირებულია არაფორმალურად და შეწყვეტილი აქვს მის აქტივებზე წვდომა.

ასევე გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის ის ენა და ეს არ არის ის ბერკეტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეაშინებენ, რომლითაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რაიმე დესტრუქციაზე და როგორც ამ უსამშობლოებისგან განსხვავებით, რაიმე ღალატზე მოაწერინებენ ხელს - ეს არის გამორიცხული.

არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, მის მთელ გუნდს, ვინც ვართ გაერთიანებული მისი ლიდერობით, რასაც ქართული ოცნება ჰქვია.

შანტაჟით, სანქციების ენით, ჩვენ ვეღარ გაგვესაუბრებიან, ეს გამორიცხულია - ამით ვერ შეგვაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას, რითიც იმართება ჩვენი ქვეყანა და რითაც გავდივართ ამ ქარცეცხლში.

თქვა ივანიშვილის რეჟიმის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გუშინ, 20 სექტემბერს ამერიკის ხმის  მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის ხმას აშშ-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა.

კომენტარები