რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინელებმა რუსების 5 ბალისტიკური რაკეტა და 11 დრონი გაანადგურეს

Defense of Ukraine/X

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ უკრაინის ოლქების მიმართულებით გაშვებული 5 ბალისტიკური რაკეტა და 11 დრონი გაანადგურა

"21 სექტემბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 25 საჰაერო სამიზნე აღრიცხა. ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმისა და როსტოვის რეგიონებიდან, დნიპროოეტროვსკის ოლქის მიმართულებით Iskander-M-ის ტიპის სარაკეტო სისტემის 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით კი - ხუთი Х-59 და Х-69-ის ტიპის მართვადი რაკეტა. მტერმა იერიშისთვის Shahed-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატიც [დრონი] გამოიყენა. [...]" - წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

დნიპროპეტროვსკის, კიროვოჰრადის, სუმის, პოლტავას, ოდესის და მიკოლაევის ოლქებში საჰაერო-სამხედრო ოპერაციების  შედეგად, უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის ხუთივე Х-59 და Х-69-ის ტიპის რაკეტა და 11 დრონი გაანადგურა. 

სამწუხაროდ, იმ ბალისტიკური რაკეტებით, რომელთა განადგურებაც ვერ მოხერხდა, ოკუპანტებმა იერიში დნიპროპეტროვსკის ოლქზე, კერძოდ, ქალაქ კრივოი რიგზე და ხარკოვის ოლქზე მიიტანეს. 

კრივოი რიგზე თავდასხმას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 1 ბავშვის. 

კომენტარები