ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შესთავაზებენ მოგზაურებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს" - აღნიშნა ქარქაშაძემ.
EasyJet ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 35 ქვეყნის 158 აეროპორტში ოპერირებს. მთავარი ბაზა ლონდონშია.





