EasyJet

მილანი, ლონდონი, ჟენევა – EasyJet-ი თბილისიდან ფრენებს იწყებს

ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს.

2025 წლის გაზაფხულიდან, კომპანია თბილისი-ლონდონის, თბილისი-ჟენევას და თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. 

EasyJet ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 35 ქვეყნის 158 აეროპორტში ოპერირებს. მთავარი ბაზა ლონდონშია. 

კომენტარები