საქართველოს საპატრიარქო

მთავრობა საპატრიარქოს მცხეთაში, გორსა და თბილისში სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს

საქართველოს საპატრიარქო

მთავრობა საპატრიარქოს კიდევ სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. როგორც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 13 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებებში წერია, საპატრიარქო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით. 

განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს საკუთრებაში გადავა: 

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 
  • გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;
  • თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა N41ა-ში მდებარე 1004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. 

 

კომენტარები