ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.13 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.5 თეთრით. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6998 ლარია, ერთი ევროსი - 3.0060 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.75 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.71 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები