აშშ-ს სანქციები

ბერაია აშშ-ის ახალ სანქციებზე: მასხრობას დაემსგავსა ეს სანქცირება უკვე, რა!

მასხრობას დაემსგავსა ეს სანქცირება უკვე, რა! [...]

რას ნიშნავს აბა, ეს "სამოც კაცს ვასანქცირებ და 4 გვარს ვამბობ მარტო" და რანაირი მიდგომაა ეს? [...]

ფაქტია, რომ ასანქცირებენ ადამიანებს და სახელ და გვარსაც კი არ ეუბნებიან. მათ შორის, ალბათ, არც ამ სანქცირებულმა პირებმა არ იციან ამის შესახებ, რომ დასანქცირებულები არიან. არასერიოზული მიდგომაა უკვე.

როგორც ვიძახდი, ისინი [ამერიკელები] ცდილობენ, ამ პროცესით შეაშინონ ქართველი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ ტრადიციებს. [...]

ყველა ის ადამიანი, რომელიც მათთვის [აშშ-ისთვის] არის დასანქცირების ობიექტი, არის იმიტომ ობიექტი, რომ ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს.

თქვა ხალხის ძალის წევრმა დეპუტატმა, ირაკლი-დაჩი ბერაიამ TV პირველთან კომენტარისას აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით.

კომენტარები