აშშ-ს სანქციები

წილოსანი სანქციებზე: ნამდვილად უხეში ჩარევაა საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობაში

ამ ქვეყანაში ისტორიულად იმდენ ადამიანს იმდენი თავდადება გაუკეთებია, ჩვენი დასანქცირება ამასთან შედარებით ნამდვილად არაფერია.

[...] ამ სანქციების განმცხადებელმაც არ იცის, რის საფუძველზე, რატომ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუყოლია საჯაროდ და არც არასაჯაროდ, რისთვის ასანქცირებენ ამ ადამიანებს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უხეში ჩარევა არის საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობაში, თუ ისინი საქართველოს ნამდვილად სახელმწიფოდ აღიქვამენ, მითუმეტეს ნებისმიერი დასანქცირებული ადამიანის მიმართ არც სისხლის სამართლებრივი დევნა, არც რაიმე დადასტურებული ბრალი არსებობს. ამიტომ ამ ადამიანების გამოცხადება და ზოგადად, რაღაც ინკოგნიტოდ 60, თუ 30, არ ვიცი რამდენიმე ათეული იქნება თუ ასეული ადამიანის დასანქცირებაზე საუბარი, ნათელია რომ ემსახურება ერთადერთი წინასაარჩევნოდ აშკარად ჩარევას...

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ დამატებით სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებს.

კომენტარები