ქართული ოცნება

პაპუაშვილი: შერიგება გააზრებაა - რა ჭრილობები მივაყენეთ ერთმანეთს, ამის სინანული, შენდობა

თქვენ რომ ამ საკითხს ასე აგდებულად, საქილიკოდ უყურებთ და ბოდიშით და არა ბოდიშით ეს აჩვენებს, რომ თქვენ და თქვენს უკან მდგომი პარტია ლელო და თაღლით ხაზარაძე, როგორც მას უყვარს საქართველო ასე აისახება ეს თქვენს კითხვებში. თქვენ ვერ ხვდებით, მგონი, რამხელა ჭრილობა აქვს მიყენებული ქართველ, ოს და აფხაზ ხალხს, ამას ან ვერ ხვდებით, ჩვენ ვსაუბრობთ ხალხებზე, თქვენ ურევთ ერთმანეთს ომის დამნაშავეებს და ხალხს, ომის დამნაშავეს ეძახით ოს ხალხს. [...] NGO-ები ოს ხალხს უწოდებენ ომის დამნაშავეებს, ამაზე მეტი გაღვივება შუღლის რა უნდა იყოს. [...]

ელემენტარული ჭეშმარიტებაა შემდეგი - არ არსებობს მიზანი იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ერთი, მეორე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მესამე - მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას, მეოთხე - შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ერთმანეთისთვის მიყენებული, რა ჭრილობებს ვატარებთ ერთმანეთისგან, გვგონია, რომ ერთმანეთს მივაყენეთ ან არ მივაყენეთ - ამ ყველაფრის გააზრება და სადაც საჭირო იქნება იქ სინანული და სადაც საჭირო იქნება შენდობა.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

კომენტარები