აშშ-ჩინეთი

CIA-ს ყოფილ ოფიცერს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო 10 წელი მიუსაჯეს

11 სექტემბერს, CIA-ს (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) ყოფილ ოფიცერს, 71 წლის ალექსანდრე იუკ ჩინგ მას ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სასჯელი საპროცესო შეთანხმების ნაწილია, კერძოდ, ბრალდებულმა შანხაის სახელმწიფო უსაფრთხოების ბიუროსთვის (SSSB) საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის აღიარებით სასჯელი შეიმსუბუქა.

დამნაშავე CIA-ში 1982 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა. მას და მის ნათესავს, რომელიც ასევე CIA-ს დასაქმებული იყო, ბრალი ედებოდათ 2001 წელს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის ჩინური ჯაშუშებისთვის 50 000 დოლარის სანაცვლოდ გადაცემაში.

ორი წლის შემდეგ, 2003-ში მამ მუშაობა FBI-ს ჰავაის ოფისში ლინგვისტის პოზიციაზე დაიწყო. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, რეალურად "FBI-მ, რომელმაც წინასწარ იცოდა მას ჩინურ დაზვერვასთან კავშირების შესახებ ის დასაკვირვებლად დაიქირავა, რათა თვალყური ედევნებინათ მისი საქმიანობისთვის". მამ FBI-ში 2004 წლიდან 2012 წლამდე იმუშავა. ჰონგ-კონგში დაბადებული აშშ-ს მოქალაქე პირველად 2020 წლის აგვისტოში დააკავეს.

კომენტარები