არჩევნები 2024

ოცნების ზონდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს – ენმ-ის ახალგაზრდულის წევრი

ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი
კადრი ვიდეოდან / ფორმულა

გვიან ღამით, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრებს რამდენიმე პირმა, სააგიტაციო მასალების გავრცელებაში ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ახალგაზრდული ფრთის წევრის, ამირან ნატრიაშვილის თქმით, აღნიშნული პირები "ოცნების ზონდერები" იყვნენ.

"ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა მაისურები გაცვიათ, რა არის, ვის უჭერთ მხარს.

რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იყვნენ ოცნების ზონდერები, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა". - თქვა ნატრიაშვილმა.

კომენტარები