საქართველო-აშშ

კალაძე აშშ-სთან ურთიერთობაზე: სიყვარული ცალმხრივი ხომ არ არსებობს - ორმხრივი უნდა იყოს

ეს იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ვხედავთ [...] არანაირი "მეგობარი აქტი" არ არსებობს [...] ვისაც რა უნდა, ის მიიღოს. ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და გამოვდივართ. საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით დაამტკიცა. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, არც ურთიერთობა გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. სიყვარული ცალმხრივი ხომ არ არსებობს - ასეა ურთიერთობებიც. ეს ორხმრივი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ მათი მხრიდან ველოდებით, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

თქვა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებსა და MEGOBARI აქტზე საუბრის დროს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

12 სექტემბერს აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა.

კომენტარები