სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, პროსახელისუფლებო ძალებმა ანაკლიაში მოძრაობის კუთვნილი მანქანა დააზიანეს. ამის შესახებ მანაგაძე Facebook-ზე წერს და დაზიანებული მანქანის ფოტოსურათებს აქვეყნებს.
"რეგიონებში ვართ წამოსული სტუდენტური მოძრაობიდან, როგორც იცით, ხალხთან შესახვედრად.
ასე გათენდა დილა - რეჟიმის ნაბი*ვრებმა მანქანა გადაგვიღებეს.
სუ რო შუაზე გაიხეთ, 26 ოქტომბერს მაინც გაა*ვამთ!!!" - წერს მანაგაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ფოტოსურათებზე ჩანს, მანქანას ლურჯი საღებავი აქვს წასმული და მასზე ქართული ოცნების საარჩევნო პლაკატებია გაკრული.
ცნობისთვის, 7 ივნისს აქტივისტ ნიკო მანაგაძეს, რომელსაც მომდევნო დღეს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო აქცია ჰქონდა დაანონსებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.





